გავეცანი თქვენი პროექტის შინაარს, საკმაოდ ნათლად არის წარმოდგენილი მიზანი და აქტივობები. მოსაწონია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. თქვენი თემიდან მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.თქვენს მიერ გაწეული შრომა ნაყოფიერია, რადგან ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას რომ დღევანდელ ეპოქაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე არსებობა შეუძლებელია. გისურვებთ წარმატებებს!
მართალია,მე-3 დღეს დავიწყეთ მიმართულების საკვანძო კითხვების განხილვა,მაგრამ ვერ მოვასწარით დასრულება და ტრენინგის მე-4 დღეს შევძელით მისი დამთავრება.ჩემი პროექტის დასახელებაა: კომპიუტერის განვითარების ისტორია და მისი როლი ადამიანის ცხოვრებაში. შევადგინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ზოგადი კითხვა: რა არის საჭირო სამყაროს განვითარებისათვის? თემატური კითხვებია: 1. რატომ დაიპყრო კომპიუტერმა ყველა თაობის ადამიანი? 2. რაში გამოგვადგება ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიების? შინაარსობრივი კითხვებია: 1.რომელმა კომპანიამ შექმნა პირველად კომპიუტერი? 2.რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომამ? 3. ვინდოუსის რომელი გამოყენებითი პროგრამები ვიცით? გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს. ვისწავლეთ საზიარო დოკუმენტის შექმნა გუგლ დოგში,რომელმაც ძალიან დამაინტერესა. ქალბატონმა ნინომ ფოსტაზე გადმოგვიგზავნა გონებრივი იერიშის კითხვები,რომელიც ჯგუფურად შევავსეთ.გავაკეთეთ კომენტარებ...
ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ წინა დღის მასალების გახსენებით,გავაგზავნეთ ბლოგის მისამართები.გავეცანით სასწავლო პროექტის პორტფოლიოს,პროექტის დაგეგმვის აქტივობებს:პროექტის მოთხოვნებს,პუბლიკაციის ჩეკლისტს.საინტერესო იყო პუბლიკაციის შექმნაზე მუშაობა.მე შევიძინე ცოდნა იმის შესახებ,რომ პუბლიკაციის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ პროექტის მიზნები.ჩვენი მიზანია,რომ დავაინტერესოთ ადამიანები ჩვენი პროექტის მიზნების შესახებ.დავიწყეთ პუბლიკაციაზე მუშაობა,მაგრამ ვერ მოვასწარით.ვისწავლეთ ვორდში ფიგურების ჩასმა და ფიგურაში სურათების ჩასმა. საინტერესო იყო დღევანდელი დღე ჩემთვის და გავითვალისწინებ ყველა მოთხივნას.
ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე.ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის გეგმა.გავაგრძელეთ მუშაობა ჩვენი პროექტის გეგმაში .შევავსეთ სასწავლო პროცედურები.მოვიძიეთ რუბრიკები,ავირჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი და გადავიტანეთ შეფასების საქაღალდეში.გავეცანით დიფერენცირებული სწავლის მასალებს .პადლეტში შევქმენით ინტერაქტიული დაფა,რომელსაც ხვალ გავაზიარებთ.
გავეცანი თქვენი პროექტის შინაარს, საკმაოდ ნათლად არის წარმოდგენილი მიზანი და აქტივობები. მოსაწონია მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა. თქვენი თემიდან მიღებულ ინფორმაციას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.თქვენს მიერ გაწეული შრომა ნაყოფიერია, რადგან ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას რომ დღევანდელ ეპოქაში საინფორმაციო ტექნოლოგიების გარეშე არსებობა შეუძლებელია.
ReplyDeleteგისურვებთ წარმატებებს!