ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

მართალია,მე-3 დღეს დავიწყეთ მიმართულების საკვანძო კითხვების განხილვა,მაგრამ ვერ მოვასწარით დასრულება და ტრენინგის მე-4 დღეს შევძელით მისი დამთავრება.ჩემი პროექტის დასახელებაა:კომპიუტერის განვითარების ისტორია და მისი როლი ადამიანის ცხოვრებაში.
შევადგინე  მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვები.
ზოგადი კითხვა: რა არის საჭირო სამყაროს განვითარებისათვის?
  თემატური კითხვებია:
1. რატომ დაიპყრო კომპიუტერმა ყველა თაობის ადამიანი?
2. რაში გამოგვადგება ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიების?
 შინაარსობრივი კითხვებია:
1.რომელმა კომპანიამ შექმნა პირველად კომპიუტერი?
2.რა ზიანი  შეიძლება მოუტანოს ადამიანს  კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომამ?
3. ვინდოუსის რომელი გამოყენებითი პროგრამები ვიცით?
გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.
 ვისწავლეთ საზიარო დოკუმენტის შექმნა გუგლ დოგში,რომელმაც ძალიან დამაინტერესა.
ქალბატონმა ნინომ ფოსტაზე გადმოგვიგზავნა გონებრივი იერიშის კითხვები,რომელიც ჯგუფურად შევავსეთ.გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის ნამუშევრებზე.საინტერესო იყო დღევანდელი დღე,რომელიც შეუმჩნევლად გავიდა.

Comments

  1. ლია, ყურადღებით წავიკითხე თქვენი რეფლექსია. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები კარგად გაქვთ შერჩეული. გისურვებთ წარმატებებს.

    ReplyDelete
  2. ლია,მომეწონა შენი აქტიურობა ტრენინგის მსვლელობაში და პასუხისმგებლობა.ვნახე შენს მიერ შედგენილი მიმართულების საკვანძო საკითხები და მომეწონა.

    ReplyDelete
  3. ლია მშვენივრად ართმევ თავს ტრენინგზე მოცემულ დავალებებს. მომწონს შენი რეფლექსია

    ReplyDelete
  4. ლია,მომწონს შენი ჩართულობა ტრენინგის მსვლელობის პერიოდში. ხართ მოტივირებული ქალბატონი. გისურვებთ წარმატებას

    ReplyDelete
  5. ლია, მომეწონა თქვენს მიერ დაწერილი მეოთხე დგის რეფლექსია. სწორად გქონდა სედგენილი კითხვები. გისურვებ წარმატებებს.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია