ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია
საინტერესო იყო ტრენერის მიერ ჩატარებული ტრენინგის პირველი დღე,ჩემი განწყობაც იყო ამაღლებული.გავიცანით ერთმანეთი ჯგუფის წევრებმაც,ერთმანეთს აზრები გავუზიარეთ .ქალბატონმა ნინომ გვესაუბრა სასწავლო პროექტებზე,თუ რა არის მისი მიზანი და დანიშნულება.მე ახლა უკეთ შემიძლია დავგეგმო და ვმართო პროექტი ჩემთვის სასურველ თემაზე. ტრენინგზე გავეცანით "ვიუვერის"ელექტრონულ სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ მასში ნავიგაცია.მე ახლა უკვე შემიძლია მისი გამოყენება.გავეცანით მოდულის მთლიან შინაარსს.ვისაუბრეთ XXI-ე საუკუნის ადამიანის უნარ-ჩვევებზე.თუ რა უნარები უნდა განვავითაროთ ,რომ სასურველი ადგილი დავიმკვიდროთ საზოგადოებაში. შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე თავისი ქვესაქაღალდეებით,რომელსაც კარგად გავართვი თავი.გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს და მივიღეთ ნაბეჭდი სახით. გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.შევადარეთ ერთმანეთს ტრადიციული სწავლება და პროექტებით სწავლება.ვიმსჯელეთ მათ მსგავსება-განსხვავებებზე.ასევე ვისაუბრეთ ,თუ რა სირთულეებს აწყდებიან მოსწავლეები
ლია, რამდენად გამოიყენებ ამ პროექტს სასწავლო პროცესში?
ReplyDeleteგაგიჭირდა თუ არა პროექტის მომზადება?
რატომ გადაწყვიტე ამ თემის არჩევა?
კომენტარი: როგორც ვხედავ აქტუალური თემა შეარჩიე პრეზენტაციისათვის. საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის.
პრეზენტაციის ჩვენების დროს ვერ მოვასწარი ინფორმაციის წაკითხვა სლაიდებზე, იქნებ გაზარდო დროის ინტერვალი სლაიდებს შორის.