Posts

Showing posts from November, 2018

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის გეგმა.წინა დღეს პადლეტზე შევქმენით საზიარო დაფა.,რომელიც დღეს ჩავაშენეთ ბლოგზე.   ქალბატონმა ნინომ გაგვაცნო ფასილიტაციის ტექნოლოგიებს.შევადგინე ფასილიტაციის ბუკლეტი,რომელიც მოვათავსეთ მოსწავლის დამხმარე საქაღალდეში.ასევე გავეცანით სასწავლო პროექტის პორტფოლიოს .დავასრულე ჩემი პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე.ეს გადავიტანე დრაივზე და ჩავაშენე ბლოგზე.ერთმანეთს შევუმოწმეთ ნამუშევრები,გავუკეთეთ კომენტარები,რომელმაც ძალიან გაგვახალისა.   ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით,რომელიც ყველაზე საინტერესო იყო.ტრენინგის დღეები იყო აქტიური.შევისწავლეთ ჩვენთვის საჭირო საკითხები.მადლობელი ვარ ქალბატონი ნინოსი,რომელმაც უდიდესი ენერგია დახარჯა ჩვენს სწავლაზე. პატივისცემით 

პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ გახსნათ და შეაფასოთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

პროექტის იდეებისთვის

Image

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე.ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის გეგმა.გავაგრძელეთ მუშაობა ჩვენი პროექტის გეგმაში .შევავსეთ სასწავლო პროცედურები.მოვიძიეთ რუბრიკები,ავირჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი და გადავიტანეთ შეფასების საქაღალდეში.გავეცანით დიფერენცირებული სწავლის მასალებს .პადლეტში შევქმენით ინტერაქტიული დაფა,რომელსაც ხვალ გავაზიარებთ.

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენერმა მეშვიდე დღეს გაგვაცნო საავტორო უფლებების კანონმდებლობის  დაცვის შესახებ ინფორმაციას..რესურსებიდან გადმოვიწერეთ საავტორო უფლებებიდ ტესტი და შევავსეთ ონლაინ რეჟიმში.გავეცანით მოსწავლისა და  მასწავლებლის ტესტირების ონლაინ პროგრამასkahoot.it და kahoot.com -ს.შევქმენით მარტივი სასწავლო ტესტები.შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნიმუში,რომელიც შევინახეთ მოსწავლის ნიმუშის საქაღალდეში.გავეცანით შეფასების რუბრიკას,რომელიც შეფასების საქაღალდეში გადავიტანეთ .  დღევანდელი დღე იყო საინტერესო.

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

საინტერესო და სახალისო იყო დღევანდელი დღე. დავასრულეთ ჩვენი პროექტის  პრეზენტაცია. ავტვირთეთ დრაივზე და ჩავაშენეთ ბლოგზე. ასევე ვიმუშავეთ ჯგუფურად, ერთმანეთს გავუკეთეთ  უკუკავშირი. (ჩემს მეწყვილეს დავუსვი სამი შეკითხვა, მივეცი ერთი რჩევა და დაუწერე კომენტარი.) შევქმენით გამოკითხვის ფორმა  გუგლის ფორმაში, რომლის გამოყენებაც  საინტერესო იქნება სასწავლო პროცესში. პატივისცემით,

გამოკითხვა

Loading...

ჩემი პროექტის პრეზენტაცია

ტრენინგის მეხუთე დღის რეფლექსია

საინტერესო იყო დღევანდელი დღე.განვიხილეთ შეფასების სტრატეგიების 5 ძირითადი კატეგორიას და შეფასების სხვადასხვა მეთოდებს.შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო,გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.შეფასების საქაღალდეში გადავიტანეთ ცეკლისტის ფორმა და თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წახალისება რეფლექსიის წარმოების გაძლიერების მეთოდები.შევქმენით პრეზენტაცია. ჩვენი პროექტის წარდგენისათვის.დავწერეთ ერთმანეთის რეფლექსიებზე კომენტარები. პატივისცემით,ლია

ტრენინგის მეოთხე დღის რეფლექსია

მართალია,მე-3 დღეს დავიწყეთ მიმართულების საკვანძო კითხვების განხილვა,მაგრამ ვერ მოვასწარით დასრულება და ტრენინგის მე-4 დღეს შევძელით მისი დამთავრება.ჩემი პროექტის დასახელებაა: კომპიუტერის განვითარების ისტორია და მისი როლი ადამიანის ცხოვრებაში. შევადგინე  მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვები. ზოგადი კითხვა:  რა არის საჭირო სამყაროს განვითარებისათვის?   თემატური კითხვებია: 1. რატომ დაიპყრო კომპიუტერმა ყველა თაობის ადამიანი? 2. რაში გამოგვადგება ცოდნა საინფორმაციო ტექნოლოგიების?  შინაარსობრივი კითხვებია: 1.რომელმა კომპანიამ შექმნა პირველად კომპიუტერი? 2.რა ზიანი   შეიძლება მოუტანოს ადამიანს   კომპიუტერთან ხანგრძლივად ჯდომამ? 3. ვინდოუსის რომელი გამოყენებითი პროგრამები ვიცით? გავეცანით შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.  ვისწავლეთ საზიარო დოკუმენტის შექმნა გუგლ დოგში,რომელმაც ძალიან დამაინტერესა. ქალბატონმა ნინომ ფოსტაზე გადმოგვიგზავნა გონებრივი იერიშის კითხვები,რომელიც ჯგუფურად შევავსეთ.გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის ნამუშევრებზე.საინტერესო იყ

ტრენინგის მესამე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ტრენინგის მესამე დღე ჩემთვის.დავხვეწეთ ბუკლეტზე მუშაობა.ვისაუბრეთ მეორე მოდულზე-სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე:სტანდარტების განსაზღვრა,მიზნების შემუშავება პროექტისთვის,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,ბლუმის ტაქსონომია.ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონში:შევურჩიეთ პროექტს სახელი,დავწერეთ შინაარსი,გადმოვიტანეთ ეროვნული სასწავლო გეგმიდან ჩვენთვის სასურველი სტანდარტი ,მიზნები.გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას.დავიწყეთ ფიქრი მიმართულების საკვანძო კითხვებზე.გავაკეთეთ კომენტარები ერთმანეთის რეფლექსიებზე. პატივისცემით