Posts

Showing posts from October, 2018

ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია

     ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ წინა დღის მასალების გახსენებით,გავაგზავნეთ ბლოგის მისამართები.გავეცანით სასწავლო პროექტის პორტფოლიოს,პროექტის დაგეგმვის აქტივობებს:პროექტის მოთხოვნებს,პუბლიკაციის ჩეკლისტს.საინტერესო იყო პუბლიკაციის შექმნაზე მუშაობა.მე შევიძინე ცოდნა იმის შესახებ,რომ პუბლიკაციის შექმნისას უნდა გავითვალისწინოთ პროექტის მიზნები.ჩვენი მიზანია,რომ დავაინტერესოთ ადამიანები ჩვენი პროექტის მიზნების შესახებ.დავიწყეთ პუბლიკაციაზე მუშაობა,მაგრამ ვერ მოვასწარით.ვისწავლეთ ვორდში ფიგურების ჩასმა და ფიგურაში სურათების ჩასმა.      საინტერესო იყო დღევანდელი დღე ჩემთვის და გავითვალისწინებ ყველა მოთხივნას.

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

                საინტერესო იყო ტრენერის მიერ ჩატარებული ტრენინგის პირველი დღე,ჩემი განწყობაც იყო ამაღლებული.გავიცანით ერთმანეთი ჯგუფის წევრებმაც,ერთმანეთს აზრები გავუზიარეთ .ქალბატონმა ნინომ გვესაუბრა  სასწავლო პროექტებზე,თუ რა არის მისი მიზანი და დანიშნულება.მე ახლა უკეთ შემიძლია დავგეგმო და ვმართო პროექტი ჩემთვის სასურველ თემაზე.                 ტრენინგზე გავეცანით "ვიუვერის"ელექტრონულ სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ მასში ნავიგაცია.მე ახლა უკვე შემიძლია მისი გამოყენება.გავეცანით მოდულის მთლიან შინაარსს.ვისაუბრეთ XXI-ე საუკუნის ადამიანის უნარ-ჩვევებზე.თუ რა უნარები უნდა განვავითაროთ ,რომ სასურველი ადგილი დავიმკვიდროთ საზოგადოებაში.     შევქმენით პორტფოლიოს საქაღალდე თავისი ქვესაქაღალდეებით,რომელსაც კარგად გავართვი თავი.გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს და მივიღეთ ნაბეჭდი სახით.     გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას.შევადარეთ ერთმანეთს ტრადიციული სწავლება და პროექტებით სწავლება.ვიმსჯელეთ მათ მსგავსება-განსხვავებებზე.ასევე ვისაუბრეთ ,თუ რა სირთულეებს აწყდებიან მოსწავლეები