Posts

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის გეგმა.წინა დღეს პადლეტზე შევქმენით საზიარო დაფა.,რომელიც დღეს ჩავაშენეთ ბლოგზე.   ქალბატონმა ნინომ გაგვაცნო ფასილიტაციის ტექნოლოგიებს.შევადგინე ფასილიტაციის ბუკლეტი,რომელიც მოვათავსეთ მოსწავლის დამხმარე საქაღალდეში.ასევე გავეცანით სასწავლო პროექტის პორტფოლიოს .დავასრულე ჩემი პროექტის პორტფოლიოს საქაღალდე.ეს გადავიტანე დრაივზე და ჩავაშენე ბლოგზე.ერთმანეთს შევუმოწმეთ ნამუშევრები,გავუკეთეთ კომენტარები,რომელმაც ძალიან გაგვახალისა.   ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით,რომელიც ყველაზე საინტერესო იყო.ტრენინგის დღეები იყო აქტიური.შევისწავლეთ ჩვენთვის საჭირო საკითხები.მადლობელი ვარ ქალბატონი ნინოსი,რომელმაც უდიდესი ენერგია დახარჯა ჩვენს სწავლაზე. პატივისცემით 

პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ გახსნათ და შეაფასოთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

პროექტის იდეებისთვის

Image

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო იყო დღევანდელი დღე.ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა გაგვაცნო დღევანდელი დღის გეგმა.გავაგრძელეთ მუშაობა ჩვენი პროექტის გეგმაში .შევავსეთ სასწავლო პროცედურები.მოვიძიეთ რუბრიკები,ავირჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი და გადავიტანეთ შეფასების საქაღალდეში.გავეცანით დიფერენცირებული სწავლის მასალებს .პადლეტში შევქმენით ინტერაქტიული დაფა,რომელსაც ხვალ გავაზიარებთ.

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენერმა მეშვიდე დღეს გაგვაცნო საავტორო უფლებების კანონმდებლობის  დაცვის შესახებ ინფორმაციას..რესურსებიდან გადმოვიწერეთ საავტორო უფლებებიდ ტესტი და შევავსეთ ონლაინ რეჟიმში.გავეცანით მოსწავლისა და  მასწავლებლის ტესტირების ონლაინ პროგრამასkahoot.it და kahoot.com -ს.შევქმენით მარტივი სასწავლო ტესტები.შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის სავარაუდო ნიმუში,რომელიც შევინახეთ მოსწავლის ნიმუშის საქაღალდეში.გავეცანით შეფასების რუბრიკას,რომელიც შეფასების საქაღალდეში გადავიტანეთ .  დღევანდელი დღე იყო საინტერესო.

ტრენინგის მეექვსე დღის რეფლექსია

საინტერესო და სახალისო იყო დღევანდელი დღე. დავასრულეთ ჩვენი პროექტის  პრეზენტაცია. ავტვირთეთ დრაივზე და ჩავაშენეთ ბლოგზე. ასევე ვიმუშავეთ ჯგუფურად, ერთმანეთს გავუკეთეთ  უკუკავშირი. (ჩემს მეწყვილეს დავუსვი სამი შეკითხვა, მივეცი ერთი რჩევა და დაუწერე კომენტარი.) შევქმენით გამოკითხვის ფორმა  გუგლის ფორმაში, რომლის გამოყენებაც  საინტერესო იქნება სასწავლო პროცესში. პატივისცემით,

გამოკითხვა

Loading...